გერმანიის პოლიცია ვარაუდობს, რომ ავტომობილის მძღოლი, რომელიც კარნავალის მონაწილეებში შევარდა, განზრახ მოქმედებდა
გერმანიის პოლიცია ვარაუდობს, რომ ავტომობილის მძღოლი, რომელიც კარნავალის მონაწილეებში შევარდა, განზრახ მოქმედებდა

გერმანიის პოლიცია ვარაუდობს, რომ ავტომობილის მძღოლი, რომელიც კარნავალის მონაწილეებში შევარდა, განზრახ მოქმედებდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

მძღოლის სავარაუდოდ მიზანმიმართულ მოქმედებაზე საუბრობენ ინციდენტის თვითმხილველებიც. თუმცა, სამართალდამცველები მომხდარს ტერაქტად არ განიხილავენ.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 14:30 საათზე ჰესენის მიწაზე, ქალაქ ფოლკმარზენში მოხდა. ავტომობილი კარნავალის მონაწილეებში შევარდა. დაშავებულია 15-ზე მეტი ადამიანი. გამოცემა „ბილდტის“ ცნობით კი, დაშავებულთა რიცხვი 30-ს აღწევს. მათ შორის არიან ბავშვები.

გერმანული მედიის ცნობით, დაკავებული მძღოლი გერმანიის მოქალაქეა.