გერმანიის პირველი დიპლომატი „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრაზე რთულ მოლაპარაკებებს ელოდება
გერმანიის პირველი დიპლომატი „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრაზე რთულ მოლაპარაკებებს ელოდება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრაზე რთულ მოლაპარაკებებს ელოდება. ამის შესახებ ჰეიკო მაასმა გამოცემა Bild-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

დიპლომატმა საუბრის დროს ხაზი გაუსვა, რომ უკრაინასა და რუსეთს ძალიან ბევრ საკითხში განსხვავებული შეხედულებები აქვთ.

„მინსკის შეთანხმების შეუსრულებლობამ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობა გაართულა. მათ კი მშვიდობის გარდა არაფერი სურთ. ამიტომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მისაღებად მხარეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ჰეიკო მაასმა ასევე დასძინა, რომ აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით აუცილებელია დონბასში გაერო-ს მისიის განთავსება.

11 ივლისს, 16-თვიანი შესვენების შემდეგ, ბერლინში „ნორმანდიული ოთხეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და უკრაინის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები უკრაინის კრიზისის დარეგულირების ყველა საკითხს განიხილავენ.