გერმანიის პარლამენტთან ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახურის შემოღების საწინააღმდეგო აქცია გაიმართა
გერმანიის პარლამენტთან ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახურის შემოღების საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მედიის ცნობით, დემონსტრაციაზე შეიკრიბნენ ორგანიზაცია „გრინფისის“ წარმომადგენლების, კათოლიკური სამშვიდობო მოძრაობისა და ომის მოწინააღმდეგეთა გაერთიანების წევრები.
აქციის მონაწილეებმა ბუნდესტაგთან მიიტანეს საჰაერო ბუშტი, რომელსაც შაშხანის ფორმა ჰქონდა. მომიტინგეებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, უარი თქვან ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახურის შემოღებაზე.
აქტივისტები მიიჩნევენ, რომ გერმანიის შეიარაღების გაზრდა არ უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას, არამედ უბრალოდ გამოიწვევს შეიარაღების რბოლას, რომელიც სახელმწიფოს ძვირად დაუჯდება.
ცნობისთვის, „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ წევრი, გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი გამოდის ინიციატივით, რომ გერმანიაში ნებაყოფლობითი სამხედრო გაწვევა შემოიღონ.
კანცლერი ფრიდრიხ მერცი და მისი თანაგუნდელები აკრიტიკებენ ამ ინიციატივას, რადგანაც, მათი თქმით, პროექტში არ არის მითითებული, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახური გადავიდეს სავალდებულო სისტემაზე. დავის გამო ბუნდესტაგში კანონპროექტის მიღება ჭიანურდება.