გერმანიის პარლამენტმა ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შემთხვევაში საგანგებო ზომების მიღების შესახებ კანონი დაამტკიცა
გერმანიის პარლამენტმა ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შემთხვევაში საგანგებო ზომების მიღების შესახებ კანონი დაამტკიცა

გერმანიის პარლამენტმა ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულებისას საგანგებო ზომების მიღების შესახებ კანონი დაამტკიცა. „დოიჩე ველეს“ ცნობით, ახალი კანონით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების შემთხვევაში, გერმანიის მასშტაბით ერთიანი წესები ამოქმედდება.

ახალი რეგულაცია იმ ქალაქებსა და ოლქებში, სადაც ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებელია, კომენდანტის საათის დაწესებას, სკოლების დახურვას და მაღაზიებისთვის მკაცრი წესების დადგენას ითვალისწინებს.

ბუნდესტაგის მიერ დამტკიცებული კანონი ძალაში 24 აპრილს შევა. მანამდე ის გერმანიის ფედერალური მიწების პალატამ – ბუნდესრატმა უნდა მიიღოს და გერმანიის პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი.

გერმანიის პარლამენტის მიერ მიღებული წესები მინიმუმ 30 ივნისამდე იქნება ძალაში. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ამ დროისთვის გერმანიაში მოქალაქეების უმეტესობა აცრილი იქნება და ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასტაბილურდება.

ახალი კანონის განხილვას ბუნდესტაგში ცხარე დისკუსიები ახლდა, ხოლო პარლამენტის შენობასთან კოვიდშეზღუდვების მომხრეები შეიკრიბნენ. პოლიციამ შეზღუდვების დარღვევით ორგანიზებული მიტინგის მონაწილეები დაშალა. 200-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს.