გერმანიის ოპოზიციის განცხადებით, ახალი შეზღუდვებით, ანგელა მერკელი ქვეყნის კულტურული და გასტრონომიული სექტორის პარალიზებას მოახდენს
გერმანიის ოპოზიციის განცხადებით, ახალი შეზღუდვებით, ანგელა მერკელი ქვეყნის კულტურული და გასტრონომიული სექტორის პარალიზებას მოახდენს

გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს ოპოზიციონერებმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს.

ანგელა მერკელი ბუნდესტაგში კორონავირუსთან დაკავშირებით ახალ შეზღუდვებზე საუბრობდა.

ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, მერკელი ქვეყნის კულტურული და გასტრონომიული სექტორის პარალიზებას მოახდენს. ოპოზიცია მთავრობას ალტერნატიულ გეგმად სკოლების დახურვას სთავაზობს.

შეზღუდვებს ბარების, რესტორნების, სპორტდარბაზებისა და სასტუმროების მფლობელებიც აპროტესტებენ.

ქვეყნის კანცლერის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ამ შეზღუდვების შემოღება აუცილებელი იყო.

ახალი შეზღუდვების მიხედვით, გერმანიაში 4 ნოემბრიდან ბარები, რესტორნები და სპორტული დარბაზები დაიხურება. სკოლები და სამედიცინო დაწესებულებები ფუნქციონირებას გააგრძელებენ.

ბოლო ათი დღის განმავლობაში, გერმანიაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში პაციენტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.