გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა ევრო 2024-ის ფავორიტები დაასახელა #1TVSPORT
გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა ევრო 2024-ის ფავორიტები დაასახელა #1TVSPORT

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე ფავორიტი გუნდები დაასახელა.

„ყოველთვის ასეთი დამოკიდებულება მქონდა – თუ ტურნირში მონაწილეობ, მიზანი გამარჯვება უნდა იყოს. მსურს ამ გუნდთან ერთად ჩემპიონატის მოგება. ვართ თუ არა ფავორიტები, ეს სხვა საკითხია. ფავორიტი საფრანგეთია, რომელსაც ყველაზე ძლიერი ნაკრები ჰყავს, მაგრამ ინგლისი და ესპანეთიც საუკეთესო გუნდები არიან.

თუმცა ეს ტურნირი გუნდების გავარდნას ითვალისწინებს. შესაბამისად, მნიშვნელოვან როლს თამაშობს, როგორ ფორმაშია ნაკრები კონკრეტულ დღეს“, – მიაჩნია გერმანიის ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელს.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონის ტიტული სამჯერ მოიპოვა – 1972, 1980 და 1996 წლებში.