გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის, გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

ჰენრიკ როდლმა, განაცხადში „ევროლიგაში” მოთამაშე კალათბურთელებიც შეიყვანა, თუმცა „ფიბას“ და ევროლიგას შორის წარმოქმნილი უთანხმოების გამო, მოახლოვებულ შეხვედრებში, ეს მოთამაშეები მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

გერმანელთა შემადგენლობა ასეთია: (ევროლიგაში მოასპარეზე კალათბურთელების გარეშე) ანდრეას ობსტი (ოტინგერ როკისტი) იოშიკო საიბოუ (ალბა) დომენიკ ლოკჰარტი (გიოტინგენი) იოჰანეს ტიმანი (ლუდვიგსბურგი) მაიკ ზირბესი (ბაიერნი) ისმეთ აკპინარი (ულმი) რობინ ამაიზე (ბაიროეტი) დანილო ბარტჰელი (ბაიერნი) რობინ ბენზინგი (ვიურცბურგი) ისააკ ბონგა (სკაილაინერსი) ბასტიან დორეტი (ბაიროეტი) ნილს გიფი (ალბა) ისაია ჰარტენშტაინი (რიო გრანდე ვაიპზერი).

გერმანიის და საქართველოს ეროვნული ნაკრებები, 24 ნოემბერს ქალაქ ქემნიცში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ამ ორი ნაკრების გარდა, ქვეჯგუფში, სერბეთის და ავსტრიის ეროვნული გუნდები იასპარეზებენ. ნაკრებები ორ წრედ ითამაშებენ და თითოეული გუნდი 6 შეხვედრას გამართავს. ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე 3 ნაკრები გადავა.