გერმანიის ნაკრების მაისურები ფასდაკლებით იყიდება
გერმანიის ნაკრების მაისურები ფასდაკლებით იყიდება

გერმანიის საფეხბურთო ნაკრებმა თავისი არსებობის ისტორიაში პირველად ვერ შეძლო მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის გადალახვა. ამის გამო, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა სპორტული ეკიპირების მწარმოებელი კომპანია adidas. მან დიდი რაოდენობით გამოუშვა გერმანიის ნაკრების ოფიციალური მაისურები და გუნდის ჩავარდნის შემდეგ, რეალიზაციის პრობლემები შეექმნა.

ამიტომაც adidas-მა მომხმარებლებს აქცია შესთავაზა და ახლა, გერმანიის ნაკრების სათამაშო მაისურები 30-პროცენტიანი ფასდაკლებით იყიდება.

შეგახსენებთ, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში 0:2 წააგო სამხრეთ კორეასთან და ქვეჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.