გერმანიის მთავრობის წარმომადგენელი - საქართველო ევროპისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია [ვიდეო]
გერმანიის მთავრობის წარმომადგენელი - საქართველო ევროპისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია [ვიდეო]

გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი შტეფენ ზაიბერტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის შესახებ ვიდეოს ავრცელებს.

ზაიბერტი აღნიშნავს, რომ საქართველო ევროპის მნიშვნელოვანი პარტნიორია.

„კანცლერი მერკელი საქართველოშია, რომელიც არის ევროპისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და ქვეყანა, რომელმაც კარგი ეკონომიკური განვითარება განიცადა. გიზიარებთ სამხრეთ კავკასიური მოგზაურობის პირველი დღის შთაბეჭდილებებს“, – წერს გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი შტეფენ ზაიბერტი „ტვიტერში“ და ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის შესახებ ვიდეოს ავრცელებს.