გერმანიის მთავრობის პრესსპიკერი - თავად ჯეი დი ვენსი უნგრეთში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე იმყოფებოდა, რაც თავისთავად მეტყველებს, ვინ ერევა პროცესში
გერმანიის მთავრობა უარყოფს ჯეი დი ვენსის ვენსის ბრალდებებს უნგრეთის არჩევნებში ევროკავშირის ჩარევის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ავრცელებს.
გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის მოადგილემ, სებასტიან ჰილემ განაცხადა, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ბუდაპეშტში ვენსის ვიზიტი აჩენს კითხვებს არჩევნებში მისი მხრიდან შესაძლო ჩარევის შესახებ.
„უარვყოფთ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ბრალდებებს, რომელიც უნგრეთში გამართულ ღონისძიებაზე გააჟღერა, ევროკავშირის მხრიდან უნგრეთის არჩევნებში ჩარევის შესახებ. მინდა, აღვნიშნო, რადგან ვენსი საუბრობს ევროკავშირის სავარაუდო ჩარევაზე, თავად ვიცე-პრეზიდენტი უნგრეთში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე იმყოფებოდა, ეს ფაქტი თავისთავად მეტყველებს იმაზე, ვინ ერევა პროცესში“, – განაცხადა ჰილემ.
ამასთან, ჰილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი პატივს სცემს უნგრელი ხალხის არჩევანს.
ცნობისთვის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ბუდაპეშტში ვიზიტისას განაცხადა: „გვსურს, მომავალზე გარე ძალების ზეწოლის გარეშე მიიღოთ გადაწყვეტილება, არ გეუბნებით, ვის უნდა მისცეთ ხმა, გეუბნებით, რომ ბრიუსელს არ უნდა მოუსმინოთ“.