გერმანიის მთავრობის პრესსპიკერი – ფრიდრიხ მერცი ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან პირველი შეხვედრის დროს უკრაინის საკითხის დაყენებას აპირებს

16:46, 02.06.2025
MUC/ MUENCHEN 13.03.2025 MÜNCHEN: SZ-Podiums-Gespräch mit Stefan Kornelius 'Wie beendet man Krieg? Über Wege zum Frieden in Europa' - Residenz-Theater, mit Nicole Deitelhoff + Marie-Agnes Strack-Zimmermann +++ Stefan Kornelius Foto: Johannes Simon

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან პირველი შეხვედრის დროს უკრაინის საკითხის დაყენებას აპირებს, რაშიც ფრიდრიხ მერცი ცეცხლის სამართლიან შეწყვეტას გულისხმობს. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა, სტეფან კორნელიუსმა განაცხადა.

„მთავრობის მიზნები ნათელია და კანცლერი ყველაფერს გააკეთებს, რათა აშშ-ის პრეზიდენტს ცეცხლის სამართლიანი შეწყვეტის ლობირებისკენ მოუწოდოს, მათ შორის სანქციების მუქარით“, – განაცხადა მთავრობის პრესსპიკერმა.

ეს გერმანიის კანცლერის პირველი ვიზიტია ამერიკის შეერთებულ შტატებში.

მსგავსი