გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანა ავღანეთში მისიას ათი თვით ახანგრძლივებს
გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანა ავღანეთში მისიას ათი თვით ახანგრძლივებს

გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანა ავღანეთში მისიას ათი თვით, 2022 წლის 21 იანვრამდე ახანგრძლივებს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება ბუნდესტაგმა უნდა დაამტკიცოს.

ნატო-ს „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიაში გერმანელი ჯარისკაცების მანდატი მიმდინარე წლის მარტის თვეში იწურებოდა.

გერმანელი ჯარისკაცები ავღანეთში 2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკაში განხორციელებული ტერაქტების შემდეგ ჩავიდნენ. 2014 წლის დეკემბერში ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ავღანეთში 13 წლიანი სამხედრო ოპერაცია დაასრულა და 2015 წლიდან კი, მისია „გადამწყვეტი მხარდაჭერა“ დაიწყო.