გერმანიის მთავრობამ მსხვილი კომპანიების მმართველ სტრუქტურებში ქალებისთვის კვოტების შემოღება გადაწყვიტა
გერმანიის მთავრობამ მსხვილი კომპანიების მმართველ სტრუქტურებში ქალებისთვის კვოტების შემოღება გადაწყვიტა

გერმანიის მთავრობამ მსხვილი კომპანიების მმართველ სტრუქტურებში ქალებისთვის კვოტების შემოღება გადაწყვიტა.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ახალი რეგულაციის თანახმად, იმ კომპანიებში, რომელთა მმართველ საბჭოს შემადგენლობაში სამზე მეტი ადამიანი შედის, სულ ცოტა ერთი ქალი უნდა იყოს წარმოდგენილი.

მთავრობამ ეს რეგულაცია უკვე დაამტკიცა, ახლა ის პარლამენტმა უნდა მიიღოს.

დღეს მოქმედი კანონით, გერმანიაში გენდერული კვოტები მხოლოდ მსხვილი კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოებზე ვრცელდება.

როგორც გერმანიის იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, ქალები კომპანიების მმართველ სტრუქტურებში პოზიტიურ ატმოსფეროს შექმნიან და სამაგალითოები გახდებიან სხვა ქალებისთვის.

ახალ რეგულაციას მხარი დაუჭირა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, ოლაფ შოლცმაც.