გერმანიის მთავრობა სკოლებს ანტისემიტიზმისა და ისლამოფობის გამოვლინების ფაქტების აღმოფხვრისკენ მოუწოდებს
გერმანიის მთავრობა სკოლებს ანტისემიტიზმისა და ისლამოფობის გამოვლინების ფაქტების აღმოფხვრისკენ მოუწოდებს

ბერლინის გერმანულ-ამერიკულ სკოლაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, გერმანიის მთავრობა სკოლებში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ზომების მიღებას ითხოვს.

ჯონ კენედის სახელობის სკოლაში ბოლო ერთ წელში ანტისემიტიზმის გამოვლინების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო დღეების განმავლობაში სკოლის მოსწავლეებს ფსიქოლოგები სპეციალურ კურსს უტარებენ.

ულტრამემარჯვენე მოძრაობების გაძლიერებასთან ერთად ბოლო წლებში ასევე დაფიქსირდა ისლამოფობიის ფაქტები. გერმანული მედიის ინფორმაციით, სკოლებში რელიგიური ნიშნით არაერთი მუსლიმი მოსწავლე სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა.

გერმანიის მთავრობის წევრებმა სკოლის დირექტორებს მოუწოდეს, მსგავსი შემთხვევების პრევენციის მიზნით ზომები მიიღონ.