გერმანიის მთავრობა ევროპულ ქვეყნებში მოგზაურობაზე საყოველთაო გაფრთხილებას 15 ივნისიდან ხსნის

14:19, 03.06.2020

გერმანიის მთავრობა ევროპულ ქვეყნებში მოგზაურობასთან დაკავშირებით გამოცხადებულ საყოველთაო გაფრთხილებას 15 ივნისიდან მოხსნის.

ინფორმაციას „ბიბისი“ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრზე, ჰაიკო მაასზე დაყრდნობით ავრცელებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საყოველთაო გაფრთხილების ნაცვლად, მთავრობა მოსახლეობას კონკრეტული ქვეყნების შესახებ გააფრთხილებს, რაც დამოკიდებული იქნება იმ ქვეყნებში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.

ცნობილია, რომ ჯერჯერობით მოგზაურობის შეზღუდვა კვლავ ძალაში დარჩება რამდენიმე ქვეყანასთან მიმართებაში, მათ შორისაა თურქეთი.

მსგავსი