გერმანიის მთავრობა - ანგელა მერკელი ტრამპის „ტვიტერის“ გვერდის წაშლას პრობლემატურად მიიჩნევს
გერმანიის მთავრობა - ანგელა მერკელი ტრამპის „ტვიტერის“ გვერდის წაშლას პრობლემატურად მიიჩნევს

გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგნელის შტეფან ზაიბერტის თქმით, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის „ტვიტერის“ გვერდის წაშლის უფლება სოციალური ქსელების ხელმძღვანელებს არ უნდა ჰქონდეთ.

მისივე თქმით, ამ ასპექტში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აშშ-ის პრეზიდენტის ანგარიშის წაშლას პრობლემატურად მიიჩნევს.

„გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური თავისუფლებების რიგს მიეკუთვნება. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს, მაგრამ კანონის საფუძველზე და იმ ჩარჩოებში, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს, მაგრამ არა სოციალური მედიის პლატფორმების ხელმლძღვანელობის გადაწყვეტილებით. ამ ასპექტში გერმანიის კანცლერი პრობლემატურად მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ანგარიში სამუდამოდ დაბლოკეს“, – განაცხადა ზაიბერტმა.