გერმანიის კონსერვატიულმა პარტიამ საპარლამენტო ფრაქციის ახალ ლიდერად ფრიდრიხ მერცის თანამოაზრე თორსტენ ფრაი აირჩია
გერმანიის კონსერვატიულმა პარტიამ, ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა (CDU), საპარლამენტო ფრაქციის ახალ ლიდერად თორსტენ ფრაი 91.9%-იანი უმრავლესობით აირჩია.
ფრაი გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თანამოაზრეა.
მერცის განცხადებით, კენჭისყრის შემდეგ ფრაქციაში დისკუსიაც გაიმართა.
„კოლეგებმა ისაუბრეს მრავალფეროვან ასპექტებზე და იმ სხვადასხვა გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ვდგავართ“, – აღნიშა გერმანიის კანცლერმა.
როგორც „როიტერი“ წერს, ფრიდრიხ მერცის მმართველი კონსერვატიული პარტია სირთულეებს აწყდება. ეროვნულ გამოკითხვებში ულტრამემარჯვენე პარტია 27%-ით ლიდერობს, კონსერვატორებს კი მხარს 21% უჭერს, რაც წინა წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ცნობისთვის, იენს შპანმა, რომელიც ბუნდესტაგში მმართველი კონსერვატიული პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე იყო, 18 ივლისს თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში სუროგატი დედის მეშვეობით შვილს ელოდებოდა.