გერმანიის ხელისუფლება ბელარუსის ელჩის საგარეო უწყებაში დაბარებას გეგმავს
გერმანიის ხელისუფლება ბელარუსის ელჩის საგარეო უწყებაში დაბარებას გეგმავს

გერმანიის ხელისუფლება ბელარუსის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოძახებას აპირებს.

ელჩის საგარეო უწყებაში დაბარება ბელარუსის ქალაქებში საპროტესტო აქციების გასაშუქებლად უცხოელი ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის გაუქმებას უკავშირდება.

29 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააუქმა 20-მდე უცხოელი ჟურნალისტის აკრედიტაცია, მათ შორის გერმანულ ტელეარხ „ეიარდის“, „დოიჩე ველეს“, ასევე – „ბიბისის“, „ესოშიეტიდ პრესის“, „როიტერის, „ფრანს პრესის“ , ასევე „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტების აკრედიტაცია.