გერმანიის კანცლერმა და რუსეთის პრეზიდენტმა ტელეფონით ისაუბრეს
გერმანიის კანცლერმა და რუსეთის პრეზიდენტმა ტელეფონით ისაუბრეს

გერმანიის კანცლერსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

გავრცელებული ინფორმაციით, ანგელა მერკელისა და ვლადიმერ პუტინის საუბრის მთავარი თემა ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრისთვის მზადება იყო. საუბრის დროს გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მშვიდობისთვის აუცილებელია მინსკის შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულება.

გარდა ამისა, მათ სირიის, ლიბიისა და ბუნებრივი აირის საკითხებზეც ისაუბრეს.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რამდენიმე დღის წინ, ტელეფონით უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ესაუბრა.