გერმანიის კანცლერის განცხადებით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით რუსი დიპლომატების გაძევება მართებული გადაწყვეტილებაა
გერმანიის კანცლერის განცხადებით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით რუსი დიპლომატების გაძევება მართებული გადაწყვეტილებაა

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით რუსი დიპლომატების გაძევება მართებული გადაწყვეტილებაა.

გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა ევროკავშირის ლიდერების სამიტზე განაცხადა, რომ ტიერგარტენის პარკში მომხდარი მკვლელობა საშინელი ფაქტია.

„ტიერგარტენში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განაჩენი არის ნათელი განცხადება, რომ საშინელებები მოხდა. ამიტომ სრულიად სწორია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა ამაზე მკაფიო პასუხი გასცა“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

შეგახსენებთ, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენის შემდეგ, გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.