გერმანიის კანცლერის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემია სულ მცირე წლის ბოლომდე გაგრძელდება

11:55, 07.05.2020

კორონავირუსის პანდემია სულ მცირე წლის ბოლომდე გაგრძელდება, – ეს განცხადება გერმანიის კანცლერის ადმინისტრაციის უფროსმა, ჰელგ ბრაუნმა გააკეთა.

„ჩვენ ახლა არ ვცხოვრობთ პანდემიის შემდგომ პერიოდში, არამედ პანდემიის შუა ნაწილში ვართ, რომელიც სულ მცირე წლის ბოლომდე ჩვენს გვერდით იქნება“, – განაცხადა ჰელგ ბრაუნმა.

გერმანიაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო, თუმცა ამავდროულად ამოქმედდა მექანიზმი, რომლის მიხედვითაც, თუ ვირუსის შემთხვევები მოიმატებს, შეზღუდვები კვლავ ამოქმედდება.

გერმანიაში დღემდე „კოვიდ-19“-ის 168,162 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 7,275 ადამიანი, ვირუსისგან განიკურნა – 139,900.

მსგავსი