გერმანიის კანცლერის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემია სულ მცირე წლის ბოლომდე გაგრძელდება
კორონავირუსის პანდემია სულ მცირე წლის ბოლომდე გაგრძელდება, – ეს განცხადება გერმანიის კანცლერის ადმინისტრაციის უფროსმა, ჰელგ ბრაუნმა გააკეთა.
„ჩვენ ახლა არ ვცხოვრობთ პანდემიის შემდგომ პერიოდში, არამედ პანდემიის შუა ნაწილში ვართ, რომელიც სულ მცირე წლის ბოლომდე ჩვენს გვერდით იქნება“, – განაცხადა ჰელგ ბრაუნმა.
გერმანიაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო, თუმცა ამავდროულად ამოქმედდა მექანიზმი, რომლის მიხედვითაც, თუ ვირუსის შემთხვევები მოიმატებს, შეზღუდვები კვლავ ამოქმედდება.
გერმანიაში დღემდე „კოვიდ-19“-ის 168,162 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 7,275 ადამიანი, ვირუსისგან განიკურნა – 139,900.