გერმანიის კანცლერი საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრას ვიდეოფორმატით შეუერთდება

14:40, 15.04.2021

გერმანიის კანცლერი საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრას ვიდეოფორმატით შეუერთდება. ინფორმაციას უკრაინული მედია დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი საფრანგეთში 16 აპრილს ჩადის, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდება. ვიზიტის დროს საუბრის მთავარი თემა, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში არსებული მდგომარეობა იქნება.

მსგავსი