გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ევროკავშირის ლიდერების სამიტზე ტაშით გააცილეს
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ევროკავშირის ლიდერების სამიტზე ტაშით გააცილეს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ევროკავშირის ლიდერების სამიტზე ტაშით გააცილეს. ეს ანგელა მერკელისთვის 16 წლის განმავლობაში 107-ე, სავარაუდოდ უკანასკნელი ევროკავშირის სამიტია, რომელსაც კანცლერის რანგში ესწრება.

როგორც ბელგიური მედია და ბრიუსელში მომუშავე საერთაშორისო მედიასაშუალებების კორესპონდენტები სოციალურ ქსელებში წერენ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სამიტის მეორე დღეს ანგელა მერკელის საქმიანობა შეაფასა.

„ევროპული საბჭო ანგელას გარეშე ჰგავს რომს ვატიკანის გარეშე ან პარიზს ეიფელის კოშკის გარეშე. ჩვენ დაგვაკლდება თქვენი სიბრძნე, განსაკუთრებით რთულ პერიოდებში“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.

პრეზიდენტმა მიშელმა ანგელა მერკელს ასევე „ევროპული პროექტის კომპასი და შუქურა“ უწოდა.