გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ ევროკავშირს უკრაინის დახმარება სურს, მაგრამ მზად არ არის, ახალი წევრების მიღების წესები შეცვალოს
გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ ევროკავშირს უკრაინის დახმარება სურს, მაგრამ მზად არ არის, ახალი წევრების მიღების წესები შეცვალოს

ევროკავშირი რჩება ერთიანი უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის სურვილში, მაგრამ არ არის მზად, შეცვალოს ახალი წევრების მიღების წესები, – გამოცემა „უკრინფორმის“ ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ამის შესახებ ისაუბრა ვერსალში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურების სამიტზე ჟურნალისტებთან საუბრისას.

„სიტუაცია ასეთია, ევროკავშირის წევრობისთვის არსებობს ძალიან მკაფიო პრინციპები და კრიტერიუმები, არის ეკონომიკური, სამართლებრივი საკითხები, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხები“, – თქვა შოლცმა.

მედიის ცნობით, გერმანიის კანცლერმა გაიხსენა ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც უკვე მოქმედია და ის მასშტაბური დახმარება, რომელიც უკრაინას 2014 წლიდან მიეწოდება და არ შეჩერდება; თუმცა პოლიტიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წევრობის საკითხში კრიტერიუმები თავის როლს ითამაშებენ. კანცლერი აცხადებს, რომ უკრაინამ სწორად უნდა გაიგოს გზავნილი – ევროკავშირი არა მხოლოდ დიდ ინვესტიციას დებს უკრაინის დასახმარებლად, ის მიზანმიმართულად აწესებს სანქციებს, რომლებიც უკვე ურტყამს რუსეთის ეკონომიკას და ექნება დრამატული შედეგები თავად ევროპისთვისაც; ამასთან, ევროპა უკრაინას აწვდის იარაღს თავდაცვისთვის. ამავდროულად, შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთი არ გახდება ომის მონაწილე, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა თავიდან იყოს არიდებული კონფლიქტი ნატო-ს ქვეყნებსა და რუსეთს შორის.