გერმანიის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობის დაჩქარებულ რევაქცინაციაზე აკეთებს აქცენტს
გერმანიის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობის დაჩქარებულ რევაქცინაციაზე აკეთებს აქცენტს

გერმანიაში არსებული კორონავირუსული პანდემიის მეოთხე ტალღის პირობებში, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობის დაჩქარებულ რევაქცინაციაზე აკეთებს აქცენტს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გერმანიის ჯანდაცვის უწყება ცდილობს წლის ბოლომდე 20-დან 25 მილიონამდე ადამიანის რევაქცინაცია შეძლოს. მიზნის მისაღწევად კი კვირაში 4 მილიონამდე აცრის ჩატარებას აპირებს.

სწორედ ზემოხსენებულ ინფორმაციას მოიცავს უწყების მიერ მომზადებული ანგარიში, რომელიც ბუნდესტაგის სხდომასა და ფედერალური მიწების ხელისუფლებების კონფერენციაზე უნდა წარადგინონ დღეს, 18 ნოემბერს.

მოყვანილი დოკუმენტის მიხედვით, ვაქცინის დამატებითი დოზა არამხოლოდ გაზრდის ინდივიდუალურ დაცვას, არამედ ხელს შეუწყობს ზოგადად ვირუსის გავრცელების შეკავებას.

„განსაკუთრებით ამ ეტაპზე, ეს არის გადამწყვეტი ფაქტორი“, – ამბობს გერმანიის მოვალეობის შემსრულებელი იენს შპანი.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ბიონტექის ვაქცინა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გერმანიაში უახლოეს მომავალში დამტკიცდება.