გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი - ზამთრის ბოლომდე გერმანელების უმეტესობა აიცრება, გამოჯანმრთელდება ან დაიღუპება
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი - ზამთრის ბოლომდე გერმანელების უმეტესობა აიცრება, გამოჯანმრთელდება ან დაიღუპება

ზამთრის ბოლომდე გერმანელების უმეტესობა აიცრება, გამოჯანმრთელდება ან დაიღუპება, – ამის შესახებ გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლად იზრდება და ამის მთავარი მიზეზი ვირუსის „დელტა“ ვარიანტია. შპანმა მოუწოდა გერმანელებს, რომელთაც ჯერ ვაქცინა არ გაუკეთებიათ, დროულად აიცრან.

„სავარაუდოდ ზამთრის ბოლოს, როგორც ხანდახან ცინიკურად იტყვიან, გერმანიაში თითქმის ყველა იქნება აცრილი, გამოჯანმრთელდება ან დაიღუპება“, – განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა.

გერმანიაში ბოლო დღე ღამეში „კოვიდ-19“-ით 30 643 ადამიანი დაინფიცირდა, 62 პაციენტი კი გარდაიცვალა.