გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი რუსეთის მიერ დამტკიცებულ კორონავირუსის ვაქცინას აკრიტიკებს
BERLIN, GERMANY - JUNE 16: German Health Minister Jens Spahn speaks during the launch of Germany's government-developed "Corona-Warn-App" tracing app for Covid-19 infections during the coronavirus pandemic on June 16, 2020 in Berlin, Germany. The app has gone through a careful vetting process in order to stay within the bounds of Germany's tight laws and norms on private data protection. By using a de-centralized system of data retention it will inform users should they come in contact with others who become confirmed Covid-19 infection cases. (Photo by Clemens Bilan - Pool / Getty Images)
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იენს შპანი რუსეთის მიერ დამტკიცებულ „კოვიდ 19“-ის ვაქცინას აკრიტიკებს.
მინისტრის თქმით, რუსეთის ხელისუფლებას არ გაუვრცელებია სათანადო ინფორმაცია ჩატარებული ცდების შესახებ.
„ვაქცინის შექმნის დროს მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რომ პირველი იყო, არამედ ის, რომ ვაქცინა ეფექტური იყოს. ასეთ ვაქცინას რომ ენდო, ჩემი რწმენით, აუცილებელია, ტესტირების ჩატარება და ყველა დეტალის გასაჯაროვება. პრობლემა არის ის, რომ ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით, რადგან რუსეთის ხელისუფლება არ არის გამჭვირვალე“, – აცხადებს მინისტრი.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ გააკეთა განცხადება, რომ რუსეთმა „გამალეიას ინსტიტუტის“ მიერ შექმნილი „კოვიდ 19“-ის ვაქცინა ოფიციალურად დაამტკიცა.
ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ვაქცინამ ყველა საჭირო შემოწმება გაიარა.