გერმანიის ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის შენობაზე თავდასხმა განხორციელდა
გერმანიის ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის შენობაზე თავდასხმა განხორციელდა

გერმანიის ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის შენობაზე თავდასხმა განხორციელდა.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. რამდენიმე თავდამსხმელმა რობერტ კოხის ინსტიტუტის შენობის ფანჯარა გატეხა და ცეცხლის გამჩენი მოწყობილობების გამოყენებით, შენობაში ხანძრის გაჩენა სცადა.

რობერტ კოხის ინსტიტუტი „კოვიდ-19“-ის პანდემიის საკითხებში გერმანიის მთავრობის მთავარი მრჩეველია.

გერმანიაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატების ფონზე შემაკავებელი რეგულაციები გამკაცრდა, რასაც მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. გასულ ღამეს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში „კოვიდ-19“-ის გამო დაწესებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციაც გაიმართა.

თავდასხმის მოტივის გარკვევის მიზნით გამოძიება უკვე დაწყებულია.