გერმანიის გარემოს დაცვის რეგიონულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ქიმიურ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას ტოქსიკური ნივთიერებების გავრცელება არ მოჰყოლია
გერმანიის გარემოს დაცვის რეგიონულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ქიმიურ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას ტოქსიკური ნივთიერებების გავრცელება არ მოჰყოლია

გერმანიაში ქიმიურ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას ტოქსიკური ნივთიერებების გავრცელება არ მოჰყოლია.  ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„როიტერის“ ცნობით, გერმანიის გარემოს დაცვის რეგიონულმა სააგენტომ განაცხადა, რომ ქარხნის ახლოს მდებარე საცხოვრებელი რაიონიდან აღებული სინჯები არ შეიცავენ დიოქსიდებს ან პოლიქლორირებულ დიფენილებს.

მიუხედავად ამისა, ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშაოების მიმდინარეობიდან გამომდინარე, გამაფრთხილებელი ზომების დაცვის აუცილებლობა ძალაში რჩება.

ქალაქ ლევერკუზენში, ქიმიური ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება 27 ივლისს მოხდა.

აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და 31 დაშავდა. დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. დაკარგულად ითვლება ორი პირი, რომელთა ცოცხლად პოვნის იმედი პრაქტიკულად არ არსებობს.