გერმანიის ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის 5,2 მილიარდ ევროზე მეტი რუსული აქტივია გაყინული
გერმანიის ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის 5,2 მილიარდ ევროზე მეტი რუსული აქტივია გაყინული

გერმანიის ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის 5,2 მილიარდ ევროზე მეტი რუსული აქტივია გაყინული.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ვალდის დომბროვსკისის თქმით, ევროკომისია აწარმოებს სამართლებრივ განხილვას, თუ როგორ არის შესაძლებელი გაყინული რუსული აქტივების კონფისკაცია ,„ცენტრალური ბანკის რეზერვების ჩათვლით“.

ამის შესახებ მან გერმანულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, სადაც ასევე აღნიშნა, რომ აგრესორი რუსეთი საერთაშორისო კანონმდებლობით ვალდებულია, გადაუხადოს რეპარაციები უკრაინას.

რამდენიმე კვირის წინ ევროკომისიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მოთხოვნები, დაეკისროს რუსეთს პასუხისმგებლობა უკრაინაში ომის შედეგად მიყენებულ ზარალზე.