გერმანიის ფინანსთა მინისტრი – საწვავის მაღალ ფასებზე პასუხისმგებლობა დონალდ ტრამპს ეკისრება, ეს იმ უპასუხისმგებლო ომის შედეგია, რომელიც მან ირანში დაიწყო

15:30, 29.08.2026

გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, ლარს კლინგბეილმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ირანთან უპასუხისმგებლო ომის დასრულებისკენ მოუწოდა.

აღნიშნული განცხადება კლინგბეილმა აშშ-ში ვიზიტამდე გააკეთა, სადაც მომავალ კვირას „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება.

გერმანიის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ვაშინგტონისთვის მისი მთავარი გზავნილი სწორედ ომის შეწყვეტა იქნება.

„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, მათ შორის, აშშ-ისთვის – დაასრულეთ ეს ომი“, – განაცხადა კლინგბეილმა.

მისივე თქმით, საწვავის მაღალი ფასების გამო პასუხისმგებლობა პირდაპირ დონალდ ტრამპს ეკისრება.

„საწვავის მაღალ ფასებზე პასუხისმგებლობა დონალდ ტრამპს ეკისრება, ეს იმ უპასუხისმგებლო ომის შედეგია, რომელიც მან ირანში დაიწყო. სწორედ ეს შედეგები იგრძნობა ბენზინგასამართ სადგურებზე“, – განაცხადა კლინგბეილმა.

მსგავსი