გერმანიის ფინანსთა მინისტრი ქვეყნის თავდაცვის მინისტრს აფრთხილებს, რომ შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისთვის აღარ მოხდება იმაზე მეტი თანხის გამოყოფა, რაზეც კოალიციური მთავრობა უკვე შეთანხმდა
გერმანიის ფინანსთა მინისტრი ქვეყნის თავდაცვის მინისტრს აფრთხილებს, რომ შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისთვის აღარ მოხდება იმაზე მეტი თანხის გამოყოფა, რაზეც კოალიციური მთავრობა უკვე შეთანხმდა

გერმანიის ფინანსთა მინისტრი კრისტინ ლინდერი აფრთხილებს ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, რომ შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისთვის დამატებითი თანხების გამოყოფა, იმაზე მეტის, რაზეც კოალიციური მთავრობა უკვე შეთანხმდა, აღარ მოხდება.

ამ თვეში შეთანხმებულმა ბიუჯეტმა თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის იმედგაცრუება გამოიწვია.

„ბატონ პისტორიუსს 100 მილიარდი ევრო აქვს, სპეციალური ფონდი შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისთვის, რაც არცერთ მის წინამორბედს არ ჰქონია“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.