გერმანიის ფინანსთა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვაშინგტონში „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვეს
გერმანიის ფინანსთა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვაშინგტონში დაგეგმილ „დიდი შვიდეულის“ მინისტრების შეკრებაში მონაწილეობაზე უარი თქვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „შპიგელი“ ავრცელებს.
მედიასაშუალებიც ცნობით, გერმანიის ხელისუფლების გადაწყვტილებით, 29 ივლისს დიდი შვიდეულის შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ოლაფ შოლცი და ჰაიკო მაასი არ გაემგზავრებიან.
მათ ნაცვლად აშშ-ში სახელმწიფო მდივნებს გაგზავნიან.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონში „დიდი შვიდეულის“ ლიდერების შეკრებაში მონაწილეობაზე უარი თქვა გერმანიის კანცელრმა ანგელა მერკელმა.