გერმანიის ფედერალურ არჩევნებში, ეგზიტპოლების თანახმად, მმართველ ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირსა და მემარცხენე სოციალ-დემოკრატებს 25-25 პროცენტი აქვთ
გერმანიის ფედერალურ არჩევნებში, ეგზიტპოლების თანახმად, მმართველ ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირსა და მემარცხენე სოციალ-დემოკრატებს 25-25 პროცენტი აქვთ

გერმანიის ფედერალურ არჩევნებში, ეგზიტპოლების თანახმად, მმართველ ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირსა და მემარცხენე სოციალ-დემოკრატებს 25-25 პროცენტი აქვთ. წინასწარი გამოკითხვებით, მესამე ადგილზე გარემოს დამცველი, მწვანეების პარტიაა 15 პროცენტით.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ულტრამემარჯვენე პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მოსახლეობის 11 პროცენტი უჭერს მხარს. ასევე, 11-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს პარტია „თავისუფალ დემოკრატებს“.

გერმანიის ბუნდესტაგი ახალი კანცლერის არჩევას მმართველი კოალიციის ფორმირების შემდეგ შეძლებს. ნებისმიერ პარტიას, რომელიც ხუთ პროცენტზე მეტს მოიპოვებს, გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში ადგილი გარანტირებული აქვს.

2017 წელს გერმანიაში კოალიციის მოლაპარაკებები თითქმის ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.