გერმანიის ერთ-ერთი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სამი ადამიანი დაჭრეს
გერმანიის ერთ-ერთი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სამი ადამიანი დაჭრეს

გერმანიის ქალაქ რავენსბურგში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა სამი ადამიანი დაჭრა. გერმანული მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ადგილობრივი დროით დაახლოებით, დღის 04:00 საათზე მოხდა.

მამაკაცი მოულოდნელად გამვლელებს თავს დაესხა. ღია კაფეში ოჯახთან მყოფმა ერთმა მამაკაცმა თავდამსხმელისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა, თუმცა დანით ჭრილობები მიიღო. თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა. დაშავებულების მდგომარეობა ჯერ უცნობია.