გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა საერთაშორისო კონფერენცია „ზრდასრულთა სწავლა და განათლება სამხრეთ კავკასიაში: მთავარი ეტაპები“ გახსნა
გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა საერთაშორისო კონფერენცია „ზრდასრულთა სწავლა და განათლება სამხრეთ კავკასიაში: მთავარი ეტაპები“ გახსნა

28-29 სექტემბერს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) ორგანიზებით მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია „ზრდასრულთა სწავლა და განათლება სამხრეთ კავკასიაში: მთავარი ეტაპები“, რომელშიც მონაწილეობას იღებს ზრდასრულთა განათლების 100-მდე ექსპერტი, მკვლევარი და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირი გერმანიიდან, ევროკავშირის და ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან და DVV International-ის პარტნიორი რეგიონებიდან – კავკასია, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა, უკრაინა, მოლდოვა და ცენტრალური აზია.

საერთაშორისო კონფერენცია ოფიციალურად გახსნეს საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა, პეტერ ფიშერმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ  ვალერიან გობრონიძემ.

კონფერენცია ტარდება გერმანიის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით. კონფერენციის თანაორგანიზატორები არიან საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი (GAEN), DVV International-ის საქართველოს და სომხეთის წარმომადგენლობასთან და ზრდასრულთა განათლების ცენტრები.

კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ სამხრეთ კავკასიაში ევროპული სტანდარტების შესაწყვის ზრდასრულთა სწავლასა და განათლებაში არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებს.

სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი (DVV International) არის გერმანული ორგანიზაცია, რომელიც 50 წელზე მეტია წარმატებით საქმიანობს მსოფლიოს 30 ქვეყანაში.

ორგანიზატორების ცნობით, DVV International-ი სამხრეთ კავკასიაში უკვე 20 წელია, მოღვაწეობს და ეს ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია ამ მრგვალ თარიღსაც უკავშირდება. ამ ხნის მანძილზე წარმატებით განხორციელდა უამრავი პროექტი ევროპული სტანდარტების შესაბამისი ზრდასრულთა განათლების სფეროში, რომლებიც სიღარიბის დაძლევას, მოქალაქეების ცხოვრების ხარისხისა და დონის ამაღლებას ემსახურება. საქართველოში 14 ზრდასრულთა ცენტრი შეიქმნა, სომხეთში კი 4. მათი მიზანია ზრდასრულთა არაფორმალური განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა და განათლების მთავარი კონცეფციის „სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე“ დამკვიდრებაა. ისინი ეხმარებიან ადგილობრივ, სოციალურად დაუცველი მოსახლეობას თანამედროვე ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისა და ხელობების დაუფლებაში, ან უკვე არსებულ პროფესიაში კვალიფიკაციის ამაღლებაში, რაც მნიშვნელოვნად ზრდის  მათი დასაქმების შანსებს.

DVV International-ი თავის საქმიანობას კავკასიაში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა  და განვითარების სამინისტროს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს.