გერმანიის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრა მიმდინარეობს
გერმანიის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრა მიმდინარეობს

თბილისში, გერმანიის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან.

გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშის მიწვევით ვახშამზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე, ასევე, ოპოზიციის ის წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებიც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების რაუნდებში მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე ელოდებიან პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატებსაც.

ხელისუფლების წარმომადგენლები კონსენსუსის აუცილებლობაზე საუბრობენ, მათი განცხადებით, თანახმა არიან პირობაზე, რომ მხარე, რომელსაც 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერა ექნება, მთავრობას ვერ დააკომპლექტებს. თავის მხრივ, ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამ პირობას მათი შეთავაზებები უზრუნველყოფს.