გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შემდეგ, სოფო კილაძის მხარდამჭერი პოსტი საქართველოში ავსტრიის ელჩმა, არად ბენკომ გამოაქვეყნა
გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შემდეგ, სოფო კილაძის მხარდამჭერი პოსტი საქართველოში ავსტრიის ელჩმა, არად ბენკომ გამოაქვეყნა

გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შემდეგ, სოფო კილაძის მხარდამჭერი პოსტი საქართველოში ავსტრიის  ელჩმა, არად ბენკომ გამოაქვეყნა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დიპლომატი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს: „დიდი მადლობა დეპუტატ სოფო კილაძეს სწორი შეხედულებებისთვის და კარგი ურთიერთთანამშრომლობისთვის ავსტრია-საქართველოს ორმხრივი საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით. ასევე, ადამიანის უფლებების კუთხით მუშაობისთვის. მოხარული ვარ, რომ საქართველოში მან ბავშვის უფლებების განვითარების მიმართულებით დიდი სამუშაო გასწია“.

საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატებმა სოფო კილაძის მხარდამჭერი პოსტები მას შემდეგ გამოაქვეყნეს, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაერო-ს ბავშვის უფლებათა დაცვის კომიტეტში სოფო კილაძის კანდიდატურის დაბლოკვა მოითხოვეს.

გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სოფო კილაძისადმი ბრალდების გამო შეშფოთება რამდენიმე დღის წინ გამოთქვა.