გერმანიის ელჩი - ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი არ არის ჩავარდნილი, ვიდრე ის გრძელდება, ვიმედოვნებთ, პროგრესის მიღწევას შევძლებთ
გერმანიის ელჩი - ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი არ არის ჩავარდნილი, ვიდრე ის გრძელდება, ვიმედოვნებთ, პროგრესის მიღწევას შევძლებთ

საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგს არ შეიძლება ეწოდოს ჩავარდნილი, ვიდრე მოლაპარაკებები გრძელდება.

ელჩის თქმით, იმედი აქვს, დიალოგის პროცესში პროგრესის მიღწევა შესაძლებელი იქნება.

„დიალოგი არ არის ჩავარდნილი, ვიდრე ის გრძელდება. ჩვენ ავიღებთ პაუზას დღესასწაულზე, თუმცა ვიმედოვნებთ, მანამდე ჩვენ შევძლებთ გარკვეული პროგრესის მიღწევას ამ დიალოგის პროცესში. საერთაშორისო შუამავლები ამ საკითხზე მუშაობენ ორივე მხარესთან და ყველა შეთავაზებას სწავლობენ“ ,- აღნიშნა საქართველოში გერმანიის ელჩმა.