გერმანიის ელჩი - ხვალიდან საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყება, რაც მნიშვნელოვანი პროცედურაა და ვიმედოვნებ, ყველა პარტია მიიღებს მონაწილეობას
გერმანიის ელჩი - ხვალიდან საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყება, რაც მნიშვნელოვანი პროცედურაა და ვიმედოვნებ, ყველა პარტია მიიღებს მონაწილეობას

საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმდა, მიღებული იქნება და მის განხილვაში ყველა პოლიტიკური პარტია ჩაერთვება.

„ხვალიდან საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას დაიწყებს. ეს ცვლილებები იყო შემუშავებული, როგორც საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება, რომელიც 8 მარტს იყო ხელმოწერილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, იმედს გამოვთქვამ, რომ მონაწილეობას მიიღებს ყველა პოლიტიკური პარტია და ეს ცვლილებები მიღებული იქნება, როგორც შეთანხმებული იყო“, – განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს საარჩევნო კოდექსის სხვა დეტალებიც.

„სპიკერმა დეტალურად აგვიხსნა, რა აწუხებთ საარჩევნო კოდექსზე მომუშავე თითოეულ ადამიანს და როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები პანდემიის პირობებში. პოლიტიკურ პარტიები გააგრძელებენ მუშაობას საუკეთესო შედეგის მისაღწევად. ამ შეხვედრის დრო არჩევნების თარიღის გადატანა ნახსენები არ ყოფილა“, – განაცხადა ელჩმა.