გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„თითოეული ქვეყანა იმსახურებს თავისუფლებას, დამოუკიდებლობაში არსებობას. დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენ ვიცით, რომ ერთად უნდა დავდგეთ, რათა დავიცვათ ევროპაში არსებული თავისუფალი ერების საზოგადოება. ვულოცავ ყველას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“,- აცხადებს ქნირში ვიდეომილოცვაში, რომელსაც საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.