გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში - მნიშვნელოვანია, ბანკების საქმიანობა კონტროლდებოდეს, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და მის კომპეტენციას ვენდობი
გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში - მნიშვნელოვანია, ბანკების საქმიანობა კონტროლდებოდეს, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და მის კომპეტენციას ვენდობი

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და მის კომპეტენციას ვენდობი, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა „თიბისი ბანკის“ საკითხთან დაკავშირებით კომენტარისას განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ბანკებს შეეძლოთ ფუნქციონირება, თუმცა ამასთანავე, მნიშვნელოვანია, კონტროლდებოდეს მათი საქმიანობა. საქართველოს ეროვნულ ბანკსა და მის კომპეტენციას ვენდობი“,- განაცხადა ელჩმა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. უწყების  ინფორმაციით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო „თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების ფინანსური აქტივობების შესწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები.