გერმანიის ელჩი ბარბარა ფოსი – არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან, თუმცა გერმანიის აქტიური მხარდაჭერა ქვეყნის პროევროპული კურსის მიმართ უცვლელია

19:03, 13.08.2026

საქართველოში გერმანიის საელჩო ახალდანიშნული ელჩის, ბარბარა ფოსის პირველ კომენტარს ავრცელებს.

„არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან. მიუხედავად ამისა, გერმანიის აქტიური მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიული და პროევროპული კურსის მიმართ უცვლელად ძლიერი რჩება“, – განაცხადა ფოსმა.

ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ახალი ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა. მან თანამდებობაზე პეტერ ფიშერი შეცვალა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2026 წლის 30 ივნისს ამოეწურა.

მსგავსი