გერმანიის ელჩი აცხადებს, რომ რატი ბრეგაძესთან ელჩების დღევანდელ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის საკითხზე ისაუბრეს
გერმანიის ელჩი აცხადებს, რომ რატი ბრეგაძესთან ელჩების დღევანდელ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის საკითხზე ისაუბრეს

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტროში დღეს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ევროკავშირის წევრი 15 ქვეყნის ელჩი და ასევე აშშ-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ელჩის ინფორმაციით, მინისტრ რატი ბრეგაძესთან ელჩების დღევანდელ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის საკითხზე ისაუბრეს.

ამასთან, როგორც ელჩმა აღნიშნა, საუბრის დეტალებზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

„აქ ვიყავით ევროკავშირის 15 წევრი ქვეყნის ელჩი, აშშ-ის წარმომადგენლებთან ერთად. მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის მინისტრს შევხვდით. ჩვენ ვისაუბრეთ მიმდინარე სამართალწარმოებაზე და ჯანმრთელობის საკითხებზე, მაგრამ საუბრის დეტალებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – აცხადებს პეტერ ფიშერი.