გერმანიის ელჩი - 20 ივნისის ღამეს პარლამენტში მივედი, რომ არსებული სიტუაცია თავად მენახა, რომელიც ჩემთვის იყო ძალიან დამაბნეველი
გერმანიის ელჩი - 20 ივნისის ღამეს პარლამენტში მივედი, რომ არსებული სიტუაცია თავად მენახა, რომელიც ჩემთვის იყო ძალიან დამაბნეველი

20 ივნისის ღამეს პარლამენტში მივედი, რომ არსებული სიტუაცია თავად მენახა, რომელიც ჩემთვის იყო ძალიან დამაბნეველი, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.

„ვესაუბრე მედიის წარმომადგენლებს, ასევე ყველა მხარეს მოვუწოდე სიმშვიდისკენ, ძალის არგამოყენებისკენ. ისევე როგორც ჩემი ევროპელი კოლეგები, მეც ველოდები გამოძიების შედეგებს, რომელსაც პროკურატურა აწარმოებს და რომელშიც ჩართულია სახალხო დამცველი. ჩვენ ველოდებით, რომ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, თუ რა მოხდა იმ ღამით“, – განაცხადა ელჩმა.