გერმანიის ეკონომიკის მინისტრი სცენიდან ჩასვლის დროს წაიქცა, იგი ჰოსპიტალიზებულია [ვიდეო]

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი პეტერ ალტმაიერი კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დასრულებისას სცენიდან ჩასვლის დროს წაიქცა.

გერმანული მედიის ცნობით, მინისტრი ჰოსპიტალიზებულია.

ინციდენტი ქალაქ დორტმუნდში, ციფრული ტექნოლოგიების კონფერენციაზე მოხდა.

შემთხვევის შემდეგ, ღონისძიების პირდაპირი ტრანსლირება შეწყდა.

როგორც გამოცემა „ტაგესშპიგელი“ წერს, ადგილზე ექიმები გამოიძახეს, რის შემდეგაც ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომობილით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჯერ უცნობია, რამდენად სერიოზულია გერმანელი მაღალჩინოსნის მიერ მიღებული დაზიანებები. როგორც ეკონომიკის მინისტრის პრესმდივანმა განაცხადა, პეტერ ალტმაიერმა, კონფერენციის ფარგლებში, დღის მეორე ნახევარში დაგეგმილი გამოსვლა გააუქმა.