გერმანიის ეკონომიკის მინისტრი – მაღალი ფასები ენერგორესურსებზე, ზედმეტი ბიუროკრატია და გლობალური დაძაბულობა გერმანიის ეკონომიკურ მდგომარეობაზე უზარმაზარ ზეწოლას ახდენს
მაღალი ფასები ენერგორესურსებზე, ზედმეტი ბიუროკრატია და გლობალური დაძაბულობა გერმანიის ეკონომიკურ მდგომარეობაზე უზარმაზარ ზეწოლას ახდენს, – ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალურმა მინისტრმა, კატერინა რაიხემ ბერლინში სამინისტროს საგარეო ვაჭრობის კონფერენციაზე განაცხადა.
მინისტრი გერმანიის ხელისუფლებას ფართომასშტაბიანი რეფორმებისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, გერმანული კომპანიები განიცდიან გადაჭარბებულ რეგულაციებს, ენერგორესურსების მაღალ ფასებს და სოციალური სახელმწიფოს არსებობას, რომელიც, მისი ამჟამინდელი ზომით, შრომის ხარჯებს ტვირთად აწვება.
„ევროკავშირმა უნდა გაამახვილოს ყურადღება ძლიერი კონკურენციის ძრავად გადაქცევაზე და აღარ უნდა აღიქვას საკუთარი თავი მარეგულირებელ დაბრკოლებად“, – განაცხადა კატერინა რაიხემ.
როგორც WELT-i წერს, გერმანიის ეკონომიკა წლების განმავლობაში სუსტ ზრდას განიცდის. ამასთან, გერმანიის ინდუსტრიისა და სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, პიტერ ადრიანმა განაცხადა, რომ გერმანიის ეკონომიკამ კონკურენტუნარიანობა დაკარგა.
WELT-ის ცნობით, ჩინეთის მიერ ბოლო დროს იშვიათი მინერალების ექსპორტზე გამკაცრებულმა კონტროლმა გერმანულ კომპანიებში დიდი შეშფოთება გამოიწვია. გამოცემის ცნობით, გერმანიას იშვიათი მინერალები სჭირდება ძრავების, ტურბინებისა და სენსორების დასამზადებლად.