გერმანიის ეკონომიკის მინისტრი - გერმანია არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიას, ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ყირიმი გახდეს მუქი ლაქა რუკაზე, ის არის უკრაინის ნაწილი
გერმანიის ეკონომიკის მინისტრი - გერმანია არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიას, ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ყირიმი გახდეს მუქი ლაქა რუკაზე, ის არის უკრაინის ნაწილი

გერმანია არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიას. ის არღვევს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე საერთაშორისო დღის წესრიგს, რაც არის უდიდესი პრობლემა რეგიონში, – ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის საკითხთა მინისტრმა პეტერ ალტმაიერმა განაცხადა

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ ევროკავშირმა დააწესა სანქციები და არაერთხელ გაახანგრძლივა ისინი.

„ჩვენ ამას გავაკეთებთ, ვიდრე არსებობს საფუძველი სანქციებისთვის. ჩვენ ვგმობთ ყირიმის ნახევარძულზე თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის არარსებობას, ვგმობთ ყირიმელი თათრებისა და ეთნიკური უკრაინელების წინააღმდეგ რეპრესიებს. მიუღებელია, რომ რუსეთი ზღუდავს დამოუკიდებელი დამკვირვებლებისა და უფლებადამცველების წვდომას ყირიმში. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ყირიმი გახდეს მუქი ლაქა რუკაზე. ის არის და დარჩება უკრაინის ნაწილად. დღეს ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ერთად, რათა დავგმოთ ის, რაც მოხდა, ვითხოვთ გაუმჯობესებას, მოლაპარაკებებისა და საერთაშორისო წესრიგის აღდგენისკენ“, – განაცხადა პეტერ ალტმაიერმა ყირიმის პლატფორმის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.