გერმანიის ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა მომდევნო 4-5 თვის განმავლობაში მკაცრი რეგულაციებისთვის მზად უნდა იყოს
გერმანიის ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა მომდევნო 4-5 თვის განმავლობაში მკაცრი რეგულაციებისთვის მზად უნდა იყოს

გერმანიის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ქვეყანა მომდევნო 4-5 თვის განმავლობაში მკაცრი რეგულაციებისთვის მზად უნდა იყოს.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. პიტერ ალტმაიერის თქმით, გერმანელები რეგულაციების შემსუბუქებას ჯერ არ უნდა ელოდნენ.

„თუ არ გვინდა, რომ დღეში 50 000 შემთხვევა გვქონდეს, როგორც ეს საფრანგეთში რამდენიმე კვირის წინ ხდებოდა, ჩვენ ამას უნდა გავუძლოთ და მუდმივად არ ვფიქრობდეთ იმაზე, თუ რა რეგულაციების შემსუბუქება შეგვიძლია“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ადგილობრივ გამოცემასთან ინტერვიუში.

ალტმაიერის შეფასებით, ყველა ქვეყანა, რომელმაც შეზღუდვები მალევე შეაჩერა, ახლა ამის საფასურს იხდის.

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების 790 000-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.